თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - თუ პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოყენების პოლიტიკური ნება გააჩნია, შემზღუდავი ფაქტორი არ არსებობს

ნახვები: 658 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - თუ პრეზიდენტს შეწყალების აქტის გამოყენების პოლიტიკური ნება გააჩნია, შემზღუდავი ფაქტორი არ არსებობს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა დოკუმენტი აქვს და მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს.

„პრეზიდენტს შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. დანარჩენი ორი გამამტყუნებელი გამოტანილია და შესაბამისად, ამ განაჩენებზე შეუძლია შეწყალების აქტი გამოიყენოს.

მას წარუდგინა ყველანაირი დოკუმენტი მარიამ ჯიშკარიანმა და თუ მას ამის პოლიტიკური ნება გააჩნია, ამის შემზღუდავი და შემაკავებელი რაიმე ფაქტორი არ არსებობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძემ ისაუბრა 22 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე და განაცხადა, რომ ხუთშაბათს ქართველი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექსპერტი ერიკ დევიდ გოლდსმიტი დაიკითხებიან.

ამასთან ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესები დროში გაწელილია, თუმცა ცდილობენ ვადები შეამცირონ.

„გარკვეულწილად დროში გაწელილია, რაც არ უნდა შევეცადოთ, რაღაც დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს“, - განაცხადა მან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა