ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მიხეილ სარჯველაძე:ზელენსკი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული

ნახვები: 556 მიხეილ სარჯველაძე:ზელენსკი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული

უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს. გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს არის. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომელსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მიძრაობასთან“ მიმართებით. ამიტომ, პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა