საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დავით კირკიტაძე - დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვ

ნახვები: 508 დავით კირკიტაძე - დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვ

მინდა, ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც მძიმე ვითარებაში სოლიდარულია და მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და გადაყვანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძე გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

„განსაკუთრებით მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას, ბოროტებასთან ომში მყოფმა პრეზიდენტმა მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და გადაიყვანონ მისთვის შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ჩვენ მუდმივად გვესმოდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ისინი დგანან უკრაინის გვერდით, რომ ისინი ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ომში მყოფი სახელმწიფოს თხოვნას და ასრულებდნენ მათ თხოვნებს. გუშინ და დღეს ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა დგანან და ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა