საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება

ნახვები: 541 გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებისთვის.

ვაშაძე გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება.

„ამ საკითხში მის ჩართულობას მივესალმები. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათი განცხადებები არაადამიანობის დამადასტურებელია. მათთვის პრობლემა არც ადამიანის ჯანმრთელობაა, არც ის, რომ პრეზიდენტი ციხეშია და მისი მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ვერ იქნება. თუ ასე წავალთ, მაშინ ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეიძლება მიიჩნიონ, რუსეთის ქმედებების გარდა. ირაკლი კობახიძემ დღისით მზისით თქვა, რომ რუსეთი მტერი არ არის. კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი რატომ არ არის, ეს რა არის?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა