გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე-მთელ სხეულზე ზეთი წავუსვი, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ, უნდა იმკურნალოს

ნახვები: 465 მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე-მთელ სხეულზე ზეთი წავუსვი, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ, უნდა იმკურნალოს

გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში ყოფნისას მან სააკაშვილის ზეთი სცხო.

„ამ ბოლო დროს, ჩვენი საუბარი, ძირითადად, ამქვეყნიურ ამბებს არ ეხება, ეხება სულიერ საკითხებს. ამასწინათაც გამოვაცხადე და ახლაც უნდა ვთქვა - ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოს დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია. რამდენიც შევდივარ, იმდენჯერ ვამბობ, რომ უარესად მხვდება, მაგრამ ვერ ვიტყვი ვერაფერს ახლა იმიტომ, რომ იწვა. შეუძლებელია ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როცა მასზე ასეთ ძლიერ ლოცვებს კითხულობ. ჯანმრთელი ადამიანიც კი თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს.

რაც შეეხება იმ საკითხს, თვითდაზიანებაში რომ ადანაშაულებენ, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას. მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ ჩემთვის როგორც მოძღვრისთვის, გამორიცხული თემაა. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად იბრძვის სიცოცხლისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ვილოცო ამისთვის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა