ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ნახვები: 472 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, ანზორ გურულმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებულს სასჯელის სახის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ჩვენ მიერ უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს ს.ს.კ. 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ი.ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქ. 127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა, რის შემდეგაც ი.ს.-მ გიორგი კირთაძის მიმართულებით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა გიორგი კირთაძეს სახის არეში გაარტყა ხელი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახის საზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ანზორ გურულმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს გუშინ თავს დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა