თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

ნახვები: 562 აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აშშ-ის ბიუჯეტის პროექტში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

2023 წლის ნაერთი ასიგნებების აქტის თანახმად, ბიუჯეტით გათვალისწინებული არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს, რომ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე დროულად უნდა გამოაქვეყნოს ასეთი მთავრობების ან ქვეყნების სია.

პარალელურად, მდივანს შეუძლია, უარი თქვას ამ პუნქტით მოთხოვნილი დახმარების შეზღუდვაზე, თუ მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტებს, რომ ამის გაკეთება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და მოიცავს ამგვარი ინტერესის დასაბუთებას. ნაერთი ასიგნებების აქტის მიხედვით, ამ აქტით გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა