Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო დღეს პირველ ადგილზეა საჯარო ფინანსების მართვის სისტემით

ნახვები: 496 სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო დღეს პირველ ადგილზეა საჯარო ფინანსების მართვის სისტემით

საქართველო დღეს პირველ ადგილზეა განვითარებადი ბაზრებისა და ქვეყნების რეიტინგში თავისი საჯარო ფინანსების მართვის სისტემით და 2016 წლის მეთოდოლოგიის გამოყენებით. ეს უდავოდ ძალიან  შთამბეჭდავი მიღწევაა. ეს დასტურდება სხვა საერთაშორისო კვლევებითაც, მაგალითად, „ღია ბიუჯეტის ინდექსით", სადაც საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ნიშნით - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა 2022 წლის საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშების პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მუდმივად აუმჯობესებს შედეგებს.

 

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ასეთ წარმატებულ შედეგებს ვხედავ. პრინციპში, 2018 წლიდან ძალიან ძლიერი წინსვლის მომსწრენი ვართ. 15 მიმართულების ნაცვლად, უკვე 27 შემთხვევაშია უმაღლესი (A) შეფასება. ჯამში, 31 მიმართულებაა. ეს შედეგი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გაუმჯობესების მანიშნებელია. წელს, სიახლის მომსწრენიც გავხდით, რადგან გენდერული ასპექტები მოვარგეთ ამ ინსტრუმენტს და საჯარო ფინანსების მართვის სისტემა ამ ჭრილშიც შევაფასეთ  საქართველოში. ამ სფეროში წინსვლას რომ ვაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ  ოდნავ მეტი სამუშაოს შესრულებაა საჭირო და სიამოვნებით ვაგრძელებთ ძლიერ პარტნიორობას ფინანსთა სამინისტროსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ევროკავშირს და სხვებს ამ ანგარიშზე მუშაობის კონტექსტში, ასეთი ძლიერი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

 

ცნობითვის, 2022 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) გლობალური ანგარიშის მიხედვით, PEFA-ს შეფასებით, საჯარო ფინანსების მართვის მუდმივი გაუმჯობესებით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 59 ქვეყანას შორის. სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების შედეგების მიხედვით, წარმოდგენილი 31 ინდიკატორიდან 27 გაუმჯობესდა ან შენარჩუნდა 2018 წლის შეფასებასთან შედარებით.

 

საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) და გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) შეფასების ანგარიშები მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა