Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლევან ბეჟაშვილი:სააკაშვილის უარი ანალიზის ჩატარებაზე ნიშნავს იმას, რომ არ ენდობა სისტემას

ნახვები: 622 ლევან ბეჟაშვილი:სააკაშვილის უარი ანალიზის ჩატარებაზე ნიშნავს იმას, რომ არ ენდობა სისტემას

ვფიქრობ, სჯობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია.

„ვფიქრობ, სჯობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე კადრები უკვე მეორედ გამოქვეყნდა. ამის თაობაზე უნდა უწევდეს მას პროკურატურისგან კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, ხდება მანიპულირება პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ. „ემპათიის“ დასკვნის ნაწილი და შეფასება ცალკეა, ცალკე არის გაკეთებული კიდევ ლაბორატორიული დასკვნები, ანგარიში დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტების მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ცხადია, ეს დასკვნა სასამართლოს წარედგინება და სასამართლოს განხილვის საგანი იქნება. სასამართლო შეაფასებს ყველა ამ მტკიცებულებას და არა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეხება ანალიზების ჩატარების საკითხს, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მაშინ დართავს ექიმებს ანალიზების აღების ნებას, როდესაც იქნება ნდობა იმ ორგანოების მიმართ, ვინც დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ უარის თქმა შემდგომი ანალიზის ჩატარებაზე ნიშნავს იმას, რომ ის არ ენდობა სისტემას. სისტემა, რომელიც დანაშაულებრივად ექცევა მას. როდესაც საუბარია დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნაზე, რომ იგი მოწამლულია, პირველი, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, ღირსების საქმეა, რომ მოიწვიოს საერთაშორისო საგამოძიებო სამსახურები, საგამოძიებო ბიურო, ყველა ღონისძიებას უნდა მიმართავდეს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული საკითხის გამოძიების საშუალება მიეცეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა