ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს განიხილავენ

ნახვები: 509 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს განიხილავენ

დღეს, 22 დეკმებერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხთან დაკავშირებული პროცესი დღეს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ამ დროისთვის უცნობია, ამჯერად თუ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა.

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა, „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა