თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, „წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლის განცხადებით, "თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, გათიშავდნენ"

ნახვები: 546 ალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, „წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ეჩვენებინა“, თუმცა მოსამართლის განცხადებით, "თუ სააკაშვილი გაშიშვლებას დაიწყებდა, გათიშავდნენ"

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ერთვება, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა“, თუმცა მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამის უფლება არ მისცა.

„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.

„სურვილის შემთხევევაში წამოდგეს, გახდის შემთხვევაში თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“,- განაცხადა მოსამართლემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა