თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

გიორგი გახარია - სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება

ნახვები: 457 გიორგი გახარია - სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება

სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გააზრებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

„ეს იყო ჩათვალეთ პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს იყო გამოხატულება უუნარობის. არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ადამიანებს ასე ესმით თურმე სახელმწიფო, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს უკვე უსუსურობაა. მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უფრო უპასუხისმგებლობაა.

სახელმწიფომ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გვითხრა, მე თქვენ გაგაფრთხილეთო, ახლა გვერდზე გავდგებიო და თქვენ მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობა. ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედება. ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას და ეს ყველაფერი ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის პირდაპირ მიყენებული ზიანი. ეს ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჩამოშლაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა