თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინთან ლაპარაკი მოგვიწევს

ნახვები: 504 ჯო ბაიდენი - რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინთან ლაპარაკი მოგვიწევს

რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს, თუმცა პუტინთან ლაპარაკი მოგვიწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მან ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს.

„ომი შეიძლება, დასრულებულიყო დღესვე, პუტინს საერთოდ რომ ჰქონდეს ღირსება და გაეკეთებინა სწორი რამ, უბრალოდ ეთქვა – გაიყვანეთ სამხედროები, მაგრამ ეს ახლა ნამდვილად არ მოხდება. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომ მან მიაღწიოს წარმატებას ბრძოლის ველზე ჩვენი, ევროპელი მოკავშირეებისა და სხვების დახმარებით.

პუტინმა რამდენიმე დღის წინ თავადაც აღიარა, რომ უკრაინაში ომი იმაზე რთულია, ვიდრე მას ეს წარმოედგინა. მას ეგონა, რომ ნატო-ს გატეხვას შეძლებდა. მას ეგონა, რომ უკრაინელები, რომლებიც რუსულ ენაზე საუბრობენ, მას მიესალმებიან და მიიღებენ. ის შეცდა და ცდება ახლაც. და როდესაც პუტინისთვის ცხადი გახდება, რომ მას არ შეუძლია ამ ომში გამარჯვება, სწორედ ამ დროს იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის შესაძლებელი, გადაწყვიტოს, როგორ სურს ამ ომის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან ერთად, ბაიდენმა თქვა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში პირისპირ შეხვედრებს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

„მთელი პოლიტიკა – პერსონალურია, ესაა ერთად დასხდომა და ერთმანეთის თვალებში ჩახედვა. ამას ვერაფრით შეცვლი, მეგობარია ეს, თუ მეტოქე“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამ კონტექსტში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის დროს დარწმუნდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს სამშობლოსთვის თავის გაწირვა შეუძლია.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა