საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

თეა წულუკიანი - ყველას მოვუწოდებდი, მათ შორის ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს

ნახვები: 571 თეა წულუკიანი - ყველას მოვუწოდებდი, მათ შორის ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს

მიხეილ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, თუმცა არაერთი დაზარალებული თვლის, რომ მას სასჯელის სახით უფრო მეტიც ეკუთვნის ძალიან ბევრი დანაშაულისთვის, რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო ჩადენილი და პირადად მის მიერ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სასჯელი არის საქართველოს კანონის შესაბამისად მოსახდელი.

„სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა