ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!

ნახვები: 608 გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები!

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ხელისუფლების წევრების განცხადებებს, რომელიც მათ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს გააკეთეს.

გიული ალასანიას თქმით, ჯანმრთელობის გაყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია და ხელისუფლება, სწორი არ არის.

„მის ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი და ეს უნდა იყოს ობიექტური. რას ნიშნავს, ხელისუფლება სხვანაირად აფასებს, როგორ აფასებს, ხელისუფლება ვინ არის საერთოდ? არიან ექიმები! ექიმების დიაგნოზებზეა ეს ყველაფერი დამყარებული და ხელისუფლებაში ვინ არის ექიმი, მე აღარ ვიცი უკვე“, - აცხადებს ალასანია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ პროცესზე, როდესაც დისტანციურად ერთვებოდა, უკრაინულ ენაზე მიმართვის საშუალება არ მიეცა.

„მიხეილმა გადაწყვიტა, რომ უკრაინულ ენაზე მიემართა. უკრაინის მოქალაქეა ჩემი შვილი დღეს და უკრაინა იბრძვის, მათი პრეზიდენტი კი, ამერიკაშია ჩასული. მნიშვნელოვანი მომენტია და ალბათ, უნდოდა, რომ რაღაც ორი სიტყვა ეთქვა. ეს აუკრძალეს. მე დავინახე, რომ ეკრანი გათიშეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინულ ენაზე მოინდომა ლაპარაკი. მერე რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც ექსპერტი სასამართლოს აწვდის.

„ადამიანი ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მეორედ. ერთხელ იყო ჩამოსული. 200-ზე მეტი ტესტი ჩაუტარა, ძალიან დიდი დრო გაატარა ჩემ შვილთან, როდესაც ჩამოსული იყო გასასინჯად. ამას გარდა კიდევ ჩამოვიდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ და აღნიშნა, რომ ექსპერტმა ძალიან სერიოზული დიაგნოზები დასვა.

მისი თქმით, ამიტომაც ადვოკატმა მნიშვნელოვნად ჩათვალა აღნიშნული ექსპერტი დაეკითხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა