თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ედუარდ სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოლო კადრები ცხადყოფს, რამდენად გაუარესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნახვები: 594 ედუარდ სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოლო კადრები ცხადყოფს, რამდენად გაუარესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილს თვეების განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, მაგრამ მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით სწრაფად ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნახვა საშინელება იყო. გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ავრცელებს ინსინუაციებს, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ როდესაც ხედავ კადრებს, ცხადია, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კითხვაზე, ხომ არ ნანობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ედუარდ სააკაშვილმა უპასუხა: „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, არ მინდა მის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ვიტყოდი, რომ გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა, ეს იყო მცდარი ნაბიჯი“.

„ის, როგორი რეაგირებაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, ცხადია იმაზე უარესი იყო, რასაც ვინმე ელოდა. ერთია ვინმე ჩასვა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, მძიმეა ოჯახისთვის, მაგრამ მეორეა ადამიანის ასეთი უგულებელყოფა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში, აშკარაა, რომ ფაქტობრივად სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა - ეს მოულოდნელი იყო“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა