კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნაზე - ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის

ნახვები: 397 ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნაზე - ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის

ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აქტიური მუშაობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობა დაიწყება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„გარდა ამისა, დაემატება შიდა გზების მოვლა, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის. რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ ყოველი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის და მთლიანობაში, ჩვენი ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება გადაადგილება და ეს რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძალიან აქტიური მუშაობისთვის ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს. ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა