თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსმენები გაგრძელდეს, გადადების დრო არ არის

ნახვები: 505 კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსმენები გაგრძელდეს, გადადების დრო არ არის

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „სიენენის“ სიუჟეტი არ უნახავს.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. როგორც კელი დეგნანი ამბობს, მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.

ამასთან, დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდეს.

„არ მინახავს „სიენენის“ მასალა. ჩვენ ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სააკაშვილის კეთილდღეობის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსმენა გაგრძელდეს. ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა და ამ დროს ფოკუსი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ სააკაშვილი, ან ნებისმიერი ამ პოზიციაში, მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდეს. ჩვენ ვთქვით და ბევრმა თქვა, მათ შორის, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს. ამ მოსმენით გაირკვეოდა, რა დახმარება სჭირდება სააკაშვილს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მოსმენები გაგრძელდეს. გადადების დრო არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა