რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„მაესტრო ხვიჩა“ - უეფა-ს მორიგი პოსტი კვარაცხელიაზე #1TVSPORT

ნახვები: 506 „მაესტრო ხვიჩა“ - უეფა-ს მორიგი პოსტი კვარაცხელიაზე #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლამ გულგრილი არც გულშემატკივარი დატოვა და არც სპეციალისტები – ჩემპიონთა ლიგის „ინსტაგრამის“ ოფიციალურმა გვერდმა ქართველი თავდამსხმელის შესახებ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

„მაესტრო ხვიჩა“ – ასეთი ლაკონური და მრავლისმეტყველია სათაური, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის შთამბეჭდავი ფინტები, გოლები და საგოლე მომენტებია შეკრებილი. აღსანიშნავია, რომ უეფა-ს ოფიციალურ ინსტაგრამის გვერდს 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და „მაესტროთი“ მოთამაშის მოხსენიება ბევრს ნიშნავს.

„ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამის გვერდი (100 მილიონზე მეტი გამომწერი) აღფრთოვანებულია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით. ამას მოწმობს კიდევ ერთი პოსტი, სადაც „ენფილდზე“, „ლივერპულთან“ მატჩის დროს, ქართველის თამაშის კადრებია შეკრებილი“, – წერს იტალიური გამოცემა „ტუტო ნაპოლი“.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა