ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს

ნახვები: 458 თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს, ჰიკმეთ გაჯიევს ესაუბრა.

სალივანმა მხარეებს მოუწოდა, განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

თეთრი სახლი ასევე იუწყება, რომ მოლაპარაკებების დროს მათ შეაფასეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი, რომელიც 27 სექტემბერს ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობით იქნა ორგანიზებული.

ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც რეგიონიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანას აპროტესტებენ. ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა