მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იაგო ხვიჩია - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია

ნახვები: 383 იაგო ხვიჩია - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია

„გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დისკრედიტირებულია და არ ელოდება, რომ რომელიმე კანდიდატს მხარს დაუჭერს.

„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იმდენად დისკრედიტირებულია, არ ელოდები, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რომლის შედეგად, მხარს დაუჭერ ამა თუ იმ კანდიდატს. ვუშვებ, რომ კონკრეტული კანდიდატები მომზადებულები და კვალიფიციურები იყვნენ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესს ნდობის აღდგენის გარეშე ვაწარმოებთ. განხილვებს ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებიც ესწრებიან, ისინი კრიტიკულ კითხვებს სვამენ და არც ერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარეს. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდა. როცა პროცესში ვმონაწილეობ, კარგიც უნდა დავინახო და ცუდიც. როცა კარგსა და ცუდს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროცესი თავიდანვე დაზიანებულია, მასში მონაწილეობისგან თავს ვიკავებ.

საქართველოში სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტა ვერ იქნებოდა 19 აპრილის შეთანხმების ფუნქცია. შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოში იმისთვის არ ჩამოსულან, რომ ჩვენი სასამართლოს პრობლემები მოეგვარებინათ. ეს რთული ამოცანაა და ამ ადამიანებს ბევრს ნუ მოვთხოვდით. შეთანხმებაში რაც წერია, „ქართულ ოცნებას" ყველაფერი რომ შეესრულებინა, სასამართლო დამოუკიდებელი მაინც ვერ იქნებოდა. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის სხვა რამეა საჭირო. ხელისუფლებამ შეთანხმების ეს ნაწილი ისე შეასრულა, რომ მოსამართლეების დანიშვნის წინააღმდეგი არიან მედიატორები, ოპოზიციის წარმომადგენლები", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა