Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს - ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! - ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს?!

ნახვები: 706 ადამ კინზინგერი ირაკლი კობახიძეს - ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! - ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს?!

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი! - ასე ეხმაურება ამერიკის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებისადმი სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადებების გამო.

„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… ხომ იცი ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, ზელენსკის განცხადებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში“.

„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა