კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს

ნახვები: 632 შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს

მიხეილ სააკაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს.

აღნიშნულის გამო სააკაშვილი ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარს ამბობს.

ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 
 

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს

„გახსოვთ, ერთხელ უკვე აიღეს სისხლის ანალიზი, ჩვენ ნებართვა მივეცით, გაირკვა, რომ თურმე, ეს სისხლი საკმარისი არ არის. თვითონ ვერ იყვნენ ჩამოყალიბებული, ახლა ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია სამხარაულის საექსპერტო ბიუროსთან, ამაზე ჩვენ უარი რამდენიმე მოტივით ვუთხარით და ჩვენი ალტერნატივა შევთავაზეთ. ნიმუშების აღებაზე უარს არ ვეუბნებით. ჩვენ მიერ მოპოვებული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში, ანუ სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, თუკი, ეს სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, სახელმწიფომ ექსპერტიზა როგორ უნდა ჩაუტაროს. შესაბამისად, შევთავაზეთ, ევროპული სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროდან ექსპერტები ჩამოიყვანონ, მათ აიღონ ნიმუშები, ჩემ თვალწინ დალუქონ, ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები, წაიღონ და უცხოეთში ჩაატარონ. საგამოძიებო მოქმედებაზე უარი არ გაგვიცხადებია, უბრალოდ, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი. გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, სამხარაულს არ გააჩნია უფლებამოსილება, მძიმე მეტალებზე საექსპერტო დასკვნა ჩაატაროს, ეს ინფორმაცია მათ საიტზე უდევთ. საინტერესოა, ჩვენი განცხადების შემდეგ, გაჩნდება თუ არა, ახალი დოკუმენტი, რომლითაც უფლება მიეცემათ მსგავსი ტიპის ექსპერტიზის ჩატარებაზე.

უნდობლობას ვუცხადებთ არა გამოძიებას, არამედ საექსპერტო დაწესებულებას ორი მოტივით. პირველი, ამ ექსპერტიზის ჩატარების სათანადო ნებართვები არ გააჩნიათ. მეორე, თავად საექსპერტო ბიურო უნდობლობას იწვევს, რადგან სახელმწიფო სისტემაშია სააკაშვილი მოწამლული და იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნება, ყალბ დასკვნას დადებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა