კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახალი მიზნებისთვის ბრძოლას შევუდგებით #1TVSPORT

ნახვები: 544 ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახალი მიზნებისთვის ბრძოლას შევუდგებით #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაესწრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, GFF Awards 2022-ს, სადაც ის საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამჟამად საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი იტალიაში სეზონის განახლებისთვის ემზადება და დაჯილდოებაზე დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი დაფასებაა როგორც ეროვნული ნაკრების წევრებისგან, ასევე თქვენგან. სამწუხაროდ, ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო, თქვენთან ერთად არ ვიმყოფები, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახლა შევუდგებით ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი) და გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი).

 

საზმაუ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა