Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ნახვები: 481 არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.

ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა.

„მიმდინარე წლის 22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მივმართეთ. საქმე ეხება ბოლო წლების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჟღერებულ მოსამართლეებზე ზეწოლის, მართლმსაჯულებაში არაჯეროვანი ჩარევის, ნეპოტიზმის და მოსამართლეების მხრიდან შემოსავლის დამალვის სავარაუდო ფაქტებს. აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დღემდე ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვილ არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მიგვაჩნია. შესაბამისად, მივესალმებით პარლამენტის წევრების მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნული კომისიის შექმნას. გამოვთქვამთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის სურვილს და გამოვხატავთ მზადყოფნას, წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ასევე, დავეხმაროთ დამატებითი წყაროების მოძიებაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა