თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი

ნახვები: 369 ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი

მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ეშინია თუ არა ხელისუფლებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

მისი თქმით, როდესაც საუბარი ეხება რეციდივისტის შეწყალებას, პოლიტიკური იმიჯი თავისთავად დაზიანდება და აქ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით მუქარა არაფერ შუაში არ არის.

„დღეს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინც და მაინც 9200-დან ერთი პატიმრის ბედი. აქედან გამომდინარე, ჯობს დღეს კონცენტრირებულები ვიყოთ მთლიანად იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს ქართულ საზოგადოებას - ეს არის ეკონომიკა, ეს არის განათლება, ეს არის სხვა საკითხები, რომელზეც დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმიჯს, იმიჯის დაზიანება ხდება თავისთავად და არა ვინმეს დახმარებით. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რეციდივისტის შეწყალება იქნება დამაზიანებელი იმიჯისთვის, აქ მუქარა არაფერ შუაშია. გახსოვთ წარსულშიც შეიწყალა კონკრეტული ადამიანები სალომე ზურაბიშვილმა და ამან დააზიანა მისი იმიჯი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი მისი იმიჯისთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით თუნდაც იმ უმძიმესი პატიმრებისგან, რომლებიც მან თავის დროზე შეიწყალა, სააკაშვილს აქვს ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები ჩადენილი, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს საკითხი პროტოკოლის სამსახურს ეხება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვიღაცები ცდილობენ რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ჩაითრიონ კინკლაობაში პრეზიდენტთან, რასაც ისინი არ აჰყვებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა