თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული

ნახვები: 380 ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული

ოპოზიციის ნდობას არავინ გამოიწვევს, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საკონკურსო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთ-ერთი შერჩეული კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე თუ სხვა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ ბულინგი დაიწყება.

„ოპოზიციის მხრიდან არავინ არ გამოიწვევს სანდოობას, ვიდრე მათი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ცესკო-ს ყველა თავმჯდომარე გახდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. ანუ, მათი ხედვა საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს მიმართ ისეთია, რომ თუ მათი წევრი არ იქნება და მათი გავლენის ქვეშ, არავითარ სანდოობას არ იწვევს.

მათი ხელობა დემონიზაციაა - ნებისმიერი ადამიანის, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, უნდა დაიწყონ ბულინგი და დემონიზაცია. თამარ ჟვანიას რამხელა სამოქალაქო ღირსება აღმოაჩნდა, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ, ყველას საშუალება მისცა, ხელახლა მომხდარიყო ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელმაც საარჩევნო კომისიის განვითარებისთვის ყველაზე დიდი შრომა გასწია. აქედან გამომდინარე, ერთი დამაჯერებელი არგუმენტიც კი ვერ მოიყვანეს, რომ თამარ ჟვანია იყო რაიმეში დამნაშავე და გაყალბებას ხელს პირდაპირ თუ ირიბად უწყობდა. ახლა კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა, ნებისმიერი გვარის ადამიანის მიმართ ბულინგი დაიწყება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.

კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად - გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა