Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გურამ მაჭარაშვილი:ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები თუ რუსულია, მაშინ კითხვა დაუსვან რადიკალებმა იმ სახელმწიფოს, საიდანაც თავად ფინანსდებიან

ნახვები: 603 გურამ მაჭარაშვილი:ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები თუ რუსულია, მაშინ კითხვა დაუსვან რადიკალებმა იმ სახელმწიფოს, საიდანაც თავად ფინანსდებიან

ჩვენ მიერ დაანონსებული კანონპროექტები თუ რუსულია, რასაც გუშინ რადიკალები და მათი ტელევიზიები ამბობდნენ, მაშინ კითხვა დაუსვან იმ სახელმწიფოს, საიდანაც თვითონ ფინანსდებიან, რატომ მოქმედებს ამ სახელმწიფოში რუსული კანონმდებლობა?, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამერიკის კანონმდებლობის გათვალისწინება საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს თუ დააახლოებს? ჩვენი აზრით, დაგვაახლოებს, რადიკალების აზრით დაგვაშორებს…

ამერიკაში და ევროპაში ეს კანონი თუ კარგია და დემოკრატიული, რატომ იქნება იგივე კანონი საქართველოში ცუდი და ანტიდემოკრატიული?

ამერიკა და ევროპა თუ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას, მათ შორის ასეთი კანონებით, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების დაცვა მსგავსი კანონმდებლობით რატომაა რუსული პოლიტიკის გატარება?

პასუხი ერთია… რადიკალების აზრით, საქართველომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კარნახით უნდა გაატაროს… ასეთია მათი გაგებით დემოკრატია, რასაც ქართველი ხალხი არასოდეს დაეთანხმება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა