თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას - რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?

ნახვები: 560 ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას - რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?

მინდა ვკითხო ხელისუფლებას - რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?! ან რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ - მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები?! - ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძის შეფასებით, პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების შეზღუდვა სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას ნიშნავს.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ეს პაპუაშვილის ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ არის.

„გუშინ და გუშინწინ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე დღეს პარლამენტის წევრებს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება შეგვეზღუდა.

პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მონახულების უფლება გამოიყენებოდა არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ორჯერ. მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია დასრულდა კიდევ იმ გადაწყვეტილებით, რომ მისი სასამართლო პროცესი გადაიდო. ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური და ჰუმანური იზოლაცია - მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.

თუ საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევას და უსაფროების ზომების გამკაცრებას ეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად აღიარეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის - აღიარეს სასამართლო სხდომაზე ტოქსიკოლოგის მიერ გაკეთებული ძალიან მძიმე განცხადებები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა