Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მამუკა ხაზარაძე - 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, თანაც საუბარია პროკურატურის მოწმეებზე

ნახვები: 408 მამუკა ხაზარაძე - 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, თანაც საუბარია პროკურატურის მოწმეებზე

ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ხელისუფლებას არ ეყოფა ნებისყოფა „ასეთი აბსურდული თეატრი" გააგრძელოს.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მართლმსაჯულებისგან, გარდა სულელური პროცესებისა, რომელიც გრძელდება და შესულია აბსურდის აბსურდში. მალე დარწმუნდება ყველა, რომ ამ ხელისუფლებას ნებისყოფა არ ეყოფა ასეთი აბსურდული თეატრი გააგრძელოს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაიკითხება და არც მაინტერესებს, ფაქტი ჯიუტია, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება არავის მიუცია, თანაც საუბარია პროკურატურის მოწმეებზე", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესს სამივე ბრალდებული უფლებადამცველებთან ერთად ესწრება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა