ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ-კელი დეგნანი

ნახვები: 461 საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ-კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს.

„ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც.

ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ.

ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ვიფიქრეთ, რომ მათი გაზიარება წლის შეჯამების კარგი გზა იქნებოდა.

ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, გაგიმარჯოთ!“, – ნათქვამია კელი დეგნანის საახალწლო მილოცვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა