გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ნიკა მელია - 2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი

ნახვები: 492 ნიკა მელია - 2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი

2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი. საქართველოსათვის, ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელია აღნიშნავს, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად 8 ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება.

2022 წელი იყო ერთ-ერთი უმძიმესი წელი საქართველოსა და მისი მეგობარი უკრაინისთვის.

„ეს წელი უკრაინისთვის შევა ისტორიაში, როგორ ბრძოლის, მედგრად დგომისა და გამარჯვებისკენ სვლის წელი, ხოლო საქართველოსათვის, როგორც წელი, როდესაც ქვეყანა აღმოჩნდა ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის კეთება უწევს სინათლესა და სიბნელეს, მომავალსა და წარსულს, ევროპასა და რუსეთს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.

2023 წელი უნდა იყოს ბრძოლისა და გამარჯვების წელი.

2023 წელი უნდა დავიწყოთ სოლიდარობით და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით!

სწორედ ამიტომ, სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18:00 საათზე გამოვალთ ჩვენ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რუსთავსა და გორში, თელავსა და ოზურგეთში. გამოვალთ და მივაწვდენთ ჩვენს გზავნილს ცივილიზებულ მსოფლიოს!“- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა