Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჯოზეფ ბორელი - პუტინის ფსონმა არ გაამართლა

ნახვები: 473 ჯოზეფ ბორელი - პუტინის ფსონმა არ გაამართლა

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთსა და უსაფრთხოების საკითხტა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა საკუთარ ბლოგში.

იგი წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი.

ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კი შანტაჟი გაძლიერდა და ამან ევროკავშირს უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა.

„განსაკუთრებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რამდენად სწრაფად რეაგირებდა გერმანია. რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში მთლიანი რაოდენობის 55 პროცენტიდან ნულამდე შემცირდა. ნავთობის იმპორტი – 40 პროცენტიდან ნულამდე. ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც დიდწილად ენერგეტიკულ საკითხზე იყო დამოკიდებული“, – წერს ბორელი.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2023 წელს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკის, კლიმატის კრიზისი და მათი ეკონომიკური და სოციალური შედეგები დარჩება საკვანძო საკითხებად ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას ჩვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის დაჩქარებით. ეს ასევე მოითხოვს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის და ყველაზე დაუცველი ქვეყნების დახმარებას ამ ახალი გეოპოლიტიკური გარემოს შედეგების წინაშე“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა