ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომან ფიფია - მჯერა, ჩვენი შრომა ევროთასებზე აუცილებლად გამოიღებს შედეგს

ნახვები: 614 რომან ფიფია - მჯერა, ჩვენი შრომა ევროთასებზე აუცილებლად გამოიღებს შედეგს

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საახალწლოდ წერილი გაავრცელა, სადაც 2023 წელს გუნდის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს.

„გილოცავთ ახალ 2023 წელს! დაე, ეს წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა დინამოელს და განსაკუთრებით აკადემიის აღსაზრდელებს მინდა ახალი წარმატება და წინსვლა ვუსურვო. ჩვენმა გუნდმა საშინაო ასპარეზზე გამარჯვებით დაასრულა სეზონი, მოიპოვა მე-19 ტიტული და მიზანი არც მომავალ წელს შეიცვლება. დინამო 2 კი ლიგა 3-ის ტრიუმფით დასრულების შემდეგ უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ასაკობრივი გუნდები, რომლებმაც თითქმის ყველა ლიგაში ჩემპიონობა მოიპოვეს. ამ წარმატებაში ყველას როლი ფასდაუდებელია – ფეხბურთელების, გულშემატკივრების თუ სამწვრთნელო შტაბის.

ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, მომავალს იმედიანად ვუყურებ. მჯერა, ჩვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მთელი სეზონის მანძილზე გვერდში გვედგა. აღებული გეზი უცვლელი დარჩება – დინამო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ მუშაობას, მათ ხელშეწყობას და დაწინაურებას. ასევე მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ისინი ყოველთვის სამაგლითონი უნდა იყვნენ ახალი თაობისთვის. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასე იქნება მომავალშიც. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი ყველა თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – წერია „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის განცხადებაში.

 

საზმაუ

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა