კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბაჩო დოლიძე:მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

ნახვები: 610 ბაჩო დოლიძე:მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს და არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან, მშვიდობის ხიდთან განაცხადა, სადაც დღეს საღამოს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია იმართება.

მისი თქმით, აქციის გზავნილია, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის, სადაც პოლიტიკური შურისძიება ჩვეულებრივი ამბავია.

"დღეს, 6 საათზე, მშვიდობის ხიდზე ვიკრიბებით და ჩვენ გვექნება ერთიანი გზავნილი მსოფლიოსთან მიმართებით. ჩვენ ვართ ცივილური სამყაროს ნაწილი და არა ველური რუსეთის, იმ საბჭოთა კავშირის, სადაც პოლიტიკური შურისძიება, მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ ერთხელ მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს. შერჩეული გვაქვს რამდენიმე ქალაქი, სადაც 6 საათზე სოლიდარობის აქცია გაიმართება, მათ შორის, ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ასევე გურიაში, ბათუმში გვექნება და ამ გზავნილით ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არ ვეგუებით იმ რუსული თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ მმართველი გუნდი გვთავაზობს“, - განაცხადა დოლიძემ.

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა