კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უმთავრესი ღვაწლი, მაინც ქართული ეკლესიის რუსულ ორბიტაზე დატოვებაა-მირცხულავას მილოცვა კათოლიკოს პატრიარქს

ნახვები: 735 უმთავრესი ღვაწლი, მაინც ქართული ეკლესიის რუსულ ორბიტაზე დატოვებაა-მირცხულავას მილოცვა კათოლიკოს პატრიარქს
"30 წლის განმავლობაში ეს ერი მუდმივად ორად არის გახლეჩილი, მუდმივად ერთი უპირისპირდება მეორეს და პატრიარქი მუდამ რომელიმე ერთის - ძირითადად ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მხარესაა. ყველაზე მთავარი - ვიცი რომ არავის წამოგაწითლებთ - ყველა ხელისუფლება, გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა მისი კურთხეული იყო - შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც..",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
 
"ყველა პოზიტიური ეპითეტს შეიძლება შევაგუო ყური გარდა იმისა, რომ პატრიარქი ერის (!) მამაა.
ერის არა - 30 წლის განმავლობაში ეს ერი მუდმივად ორად არის გახლეჩილი, მუდმივად ერთი უპირისპირდება მეორეს და პატრიარქი მუდამ რომელიმე ერთის - ძირითადად ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების მხარესაა. ყველაზე მთავარი - ვიცი რომ არავის წამოგაწითლებთ - ყველა ხელისუფლება, გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა მისი კურთხეული იყო - შევარდნაძეც, სააკაშვილიც, ივანიშვილიც...
იგი არასოდეს ყოფილა მედიატორი - ყოველთვის იყო მხარე და შესაბამისად, არასოდეს ყოფილა ერის გაერთიანების, მისი გამარჯვებების, მისი წარმატების ცენტრში.
უამრავი ეკლესია ააშენა არ ნიშნავს აღმშენებლობას. ამ ეკლესიებში ქრისტე არ არის და ქრისტესთან და ქრისტეში ყოფნას კედელი და კრამიტი სულაც არ სჭირდება. რაც სჭირდება სიყვარულია და აბა, სად არის სიყვარული, ურთიერთ სიძულვილში იხრჩობა ერი. რაც ჭარბად არის ეკლესიაში გახლავთ "შიში", "შიში", "შიში".... ღმერთი დამსჯელ და შურისმაძიებელ "პერსონად" "შეაყვარეს" მრევლს....
თუ ქრისტიანობა ის არის რაც ამ ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება პატრიარქის წინამძღოლობით, ღმერთმა ამ ეკლესიას და მის წინამძღოლს გაუმარჯოს, თუ სხვა რამეა, მაშინ ღმერთი თავად მიხედავს ამ საქმეს რა დღეს, რა ხვალ...
ღვაწლი? ჰო, კი.... უმთავრესი ღვაწლი, მაინც ქართული ეკლესიის რუსულ ორბიტაზე დატოვებაა... როგორი ძლიერი უნდა იყო ამას აკეთებდე ხილულად და "ერი" მადლობას გიხდიდეს. აფერუმ...
დაბადების დღე? დიახ, ვულოცავ - ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილს 90 წლის იუბილეს",-წერს მირცხულავა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა