ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინო ნადირაძე - არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად და არც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გავცემთ

ნახვები: 458 ნინო ნადირაძე - არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად და არც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გავცემთ

არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად, არც გავცემთ, ვიდრე კლინიკაში იმყოფება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ნადირაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს.

„არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად (უამრავი პროცესი იყო ჩანიშნული მაისიდან დღემდე), არც გავცემთ, სანამ კლინიკაში იმყოფება და ასე იყო ყველა პატიმარი პაციენტის შემთხვევაში. იგივე ხალხი, ვინც კატეგორიულად გვთხოვდა, ასეთი რეკომენდაცია არ გაგვეცა, ახლა, პირიქით, დაჟინებით ითხოვს საპირისპიროს. ყოველთვის ვიმოქმედებთ პაციენტების ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი აგრძელებს თერაპიულ დეპარტამენტში დაკვირვებას და მკურნალობას“, – წერს ნინო ნადირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა