ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა - ეს სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის

ნახვები: 614 ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა - ეს სიგნალი უნდა იყოს ყველასთვის

ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა.

„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - აღნიშნა ხერხეულიძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება“. როგორც ხერხეულიძემ განაცხადა, მაკფოლი არის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ შეაფასებენ ამას. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მაკფოლი გახლავთ ბაიდენის ადმინისტრაციის უშუალო წარმომადგენელი რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებთან მიმართებით. მისი განცხადება ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენი ქვეყნის მტრებს ეგონათ, რომ დემოკრატიული სამყარო მიატოვებდა მიხეილ სააკაშვილს და ისინი უნდა გავაწბილოთ. ისინი, ალბათ, მომსწრე იყვნენ გუშინ მსოფლიოს გარშემო ჩატარებული აქციის - ასევე, ნახეს დღევანდელი გამოხმაურება „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს იქნება უწყვეტი რეაგირება დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისგან. ეს მოლოდინი ჩვენი ქვეყნის ყველა კეთილმოსურნეს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა