კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები თუ დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნება“ მზად იყო, დღეს სხდომაზე მოსულიყო ღარიბაშვილი და გომელაური, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს

ნახვები: 339 ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები თუ დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნება“ მზად იყო, დღეს სხდომაზე მოსულიყო ღარიბაშვილი და გომელაური, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა კომუნიკაცია. ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა შესთავაზა ოპოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების" მხრიდან იყო მზაობა, რომ პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური მისულიყვნენ.

როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა.

„ჩვენ ვაპირებთ, დავსვათ კითხვები, რაც ვფიქრობ, ხალხი აწუხებს, აინტერესებს და რისი საშუალებაც აქ არ იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქცევა, მით უმეტეს იყო ერთგვარი მოლაპარაკება და შემოთავაზება „ქართული ოცნების" მხრიდან, თუ „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების" მხრიდან იყო მზაობა, რომ დღეს სხდომაზე მოსულიყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მათთვის კითხვები დაგვესვა. კატეგორიული უარი იყო. რა უფრო მნიშვნელოვანი, საყურადღებო იქნებოდა ხალხისთვის, მოსულიყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური, მათთვის კითხვები დაგვესვა, თუ გვენახა ის, რაც ვნახეთ. უარი თქვეს მათ, ვინც ტრიბუნასთან იყვნენ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა