კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა ძველებურად? - იტალიური მედია 3 მიზეზს ასახელებს

ნახვები: 734 რატომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა ძველებურად? - იტალიური მედია 3 მიზეზს ასახელებს

სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" სეზონში პირველი მატჩი წააგო, სპალეტის გუნდმა "ინტერის" წინააღმდეგ ვერაფერი შეძლო და მინიმალური ანგარიშიც 0:1 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნერაძურისთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, ლუჩანომ "კვარა" 76-ე წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა.

იტალიური გამოცემა Corriere della Sera ახალგაზრდა გარემარბის შესახებ წერს და "კვარას" არასათანადო სათამაშო ფორმას 3 მიზეზით განმარტავს.

ტრავმა და მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა

"ხვიჩამ "ლივერპულთან" წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია, ამის შემდეგ კი 2022 წლის მუნდიალი

 

გაიმართა. მართალია, სრულად განიკურნა, მაგრამ სავარაუდოდ, მის ათამაშებას დრო დასჭირდება, რადგან ტრავმის ხელმეორედ მიღების შიში დაძლიოს.

უსიამოვნო ინციდენტი - მანქანის მოპარვა

ღამით ხვიჩას სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი კუთვნილი მანქანა მოიპარეს, ქართველმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და საცხოვრებლად ნეაპოლის ერთ-ერთ გარეუბან პოზილიპოში გადავიდა. ცხადია, ეს უსიამოვნო ინციდენტი მის თამაშზე გარკვეულ გავლენას იმოქმედებდა.

"ნაპოლის" მისი კარგი თამაში ძალიან სჭირდება. გამარჯვებები და შედეგიანი მატჩები მისთვის საუკეთესო მკურნალი იქნება, თუმცა "სამპდორიასთან" კიდევ ერთი ჩაგდებული შეხვედრის შემთხვევაში, არ გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ ტურებში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა