ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ნახვები: 493 სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

სომხეთში, ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს „დედა სომხეთის“ ძეგლისკენ.

როგორც სომხური მედია იუწყება,  „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას მიუახლოვდნენ. 

მანამდე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც 28 დღეა დაკეტილია, 102-ე ბაზაზე შესასვლელების გადაკეტვას აპირებდენ. დემონსტრანტებმა რუს სამხედროებს ვალდებულების შესრულება და ლაჩინის დერეფნის გახსნა მოსთხოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა