გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

არ არის სწორი ომის პირობებში ასე ღიად ქვეყნდებოდეს ქართველი ჯარისკაცების ფოტოები, სახელები და გვარები-მირცხულავა

ნახვები: 485 არ არის სწორი ომის პირობებში ასე ღიად ქვეყნდებოდეს ქართველი ჯარისკაცების ფოტოები, სახელები და გვარები-მირცხულავა
"ვხედავ, ვერავითარი დასკვნები ვერ გაკეთდა 2008 წლის ომიდან და არც "კოდორის თემა" ახსოვს ვინმეს. ასე ღიად დავწერ, იქნებ მიხვდეთ- იქ მებრძოლი ერთი რაზმი საერთოდ არ გვყავს და იქნებ გაიკითხოთ, ვინ როდის და რა ვითარებაშია დაღუპული",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს.
 
"ჩვენ ვცხოვრობთ მტრულ გარემოში. ქვეყანაში უამრავი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტია. რუსეთის კი, გამორჩეულად ბევრი.
შესაბამისად, დამიჯერეთ არ არის სწორი ომის პირობებში ასე ღიად ქვეყნდებოდეს ქართველი ჯარისკაცების ფოტოები, სახელები და გვარები, ხდებოდეს მათი უტყუარი იდენტიფიცირება ოჯახთან. მსგავსი ინფორმაციების მოსაპოვებლად ფულს ხარჯავს ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახური და რატომ აკეთებთ ამას, რატომ უადვილებთ საქმეს? ვხედავ, ვერავითარი დასკვნები ვერ გაკეთდა 2008 წლის ომიდან და არც "კოდორის თემა" ახსოვს ვინმეს. ასე ღიად დავწერ, იქნებ მიხვდეთ- იქ მებრძოლი ერთი რაზმი საერთოდ არ გვყავს და იქნებ გაიკითხოთ, ვინ როდის და რა ვითარებაშია დაღუპული.
მეტ კონკრეტიკაში არ შევალ, მაგრამ
ნუ აკეთებთ ამას, ნუ....",-წერს მირცხულავა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა