თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა ხაჭაპურიძე - ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი არ ყოფილა

ნახვები: 558 შალვა ხაჭაპურიძე - ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი არ ყოფილა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის წინაშე სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით იყო კითხვები დასმული და არა წარსულში არსებულ დაავადებებზე.

ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილს სხვადასხვა მძიმე დაავადება აქვს და მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დემენცია.

"რაც შეეხება გულყრების ეპიზოდებს, ისინი არ აღიარებენ, მაგრამ 14 იანვარს ვიდეომასალებს გადმოგვცემენ. მათივე ჩანაწერშიც კი "ვივამედში" გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გულყრაა მითითებული.

დღეს დაასახელეს ბავშვობის დიაგნოზი, ასევე უკრაინაში გუბერნატორობის შემდეგი პერიოდი. ყველამ იცის, როცა ექსპერტიზა ტარდება, სტანდარტი მარტივია, დიაგნოზს სვამს და შეფასებას აკეთებს იმ პერიოდისას, რა პერიოდშიც კითხვაა დასმული. ჩვენი კითხვა იყო, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა როგორია. მას სხვადასხვა მძიმე დაავადებები აქვს და მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დემენცია. ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი ის არ ყოფილა. აბსოლუტურად ჯანმრთელი შემოვიდა და დღეს რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ.

შაჰინ ემანუელ ლაჰანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი 12 წლის ასაკში გახდა. ეს ადამიანი შეყვანილია ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ წიგნში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი, ამერიკის 3 პრეზიდენტის მიერაა დაჯილდოებული, როგორც საუკეთესო ნევროლოგი, კონგრესის მედლითაა დაჯილდოებული. ამას რომ აქაური იურისტი არ დაეთანხმები, რა ვიცი, არ დაეთანხმოს",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა