კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გელა ნიკოლეიშვილი:დემენცია ნიშნავს, ჭკუასუსტობას და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის სააკაშვილი ჭკუასუსტი

ნახვები: 604 გელა ნიკოლეიშვილი:დემენცია ნიშნავს, ჭკუასუსტობას და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის სააკაშვილი ჭკუასუსტი

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს არა დემენცია, არამედ პატიმრობის მიუღებლობა აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს.

„დღევანდელი ექსპერტის დაკითხვამაც დაადასტურა, რომ მთელი რიგი შეუსაბამობები და უზუსტობები დაფიქსირდა მის დასკვნასა და ჩვენებს შორის. როცა საუბარია გულყრებსა და კრუნჩხვებზე, აღმოჩნდა და დღეს ექსპერტმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო ისტორიაში მხოლოდ ექიმების, ან ექიმებთან სააკაშვილის ნათქვამის შედეგად არის ჩაწერილი. ანუ პაციენტმა რომ განაცხადა, “მქონდა თავბრუსხვევა, კრუნჩხვა, გულყრაო“. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც პირადად ნახავდა ამ ფაქტს. ასევე, როცა ექსპერტი საუბრობდა რომ ეპილეფსიასთან დაკავშირებული დაავადებები აქვსო, ჰქონდა თუ არა ეპილეფსია, ამის შესახებ დასკვნაში არაფერი ეწერა. შეიძლება იყოს ეპილეფსიის ნიშანიო, მაგრამ პირდაპირ კითხვაზე: აქვს თუ არა ეპილეფსია, მან განაცხადა, რომ დიახ, ეს ნიშნები არის ეპილეფსიის ნიშნებიო. ანუ დაადასტურა, რომ მას აქვს ეპილეფსია. მან აშკარად გამოავლინა უცოდინარობა იმის, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე. ის, რომ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა და იმავე დღეს ორ ბოთლ ალკოჰოლს აყოლებდა...

რაც შეეხება დემენციას, დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვინაიდან, დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. მას საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს სიტყვები, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს თავისუფლად. მას არ შეიძლება ჰქონდეს გუშინდელ და გუშინწინდელ ბოლოდროინდელ ამბებზე საღი შეფასება. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი და თქვენ მეუბნებით რომ არის. მას სჭირს მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება ანუ პატიმრობის მიუღებლობა. ნამდვილად სტრესი განიცადა ამ პატიმრობით. ბუნებრივია, ამ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს და გამოიწვია კიდეც სხვადასხვა დაავადება, მაგრამ ის, რასაც ამბობს დაცვის მხარე, თითქოს, ეს არის ისეთი დემენცია, რომ [პაციენტი] სიკვდილის პირასაა, სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის, ამას არ ვეთანხმებით“, - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა