ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი - უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება

ნახვები: 496 ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი - უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება

უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა  ფრანს ტიმერმანსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„არა, ეს შეუძლებელია, (უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიდრე ამ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცები არიან,) მაგრამ მთელი იდეა იმაშია, რომ უკრაინა ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გამოვიდეს და თავად გააკეთოს ეს არჩევანი. ვფიქრობ, უკრაინა ამისთვის იბრძვის. ევროკავშირმა უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაუჭიროს მხარი.”

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირში შესასვლელად აუცილებელია 1993 წელს მიღებული კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება; მათ შორის არის – სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობა, ეფექტურად შეასრულოს ევროკავშირის წევრის ვალდებულებები. გარდა ამისა, ევროკომისიამ შეიმუშავა შვიდი პირობა, რომელიც კიევმა უნდა შეასრულოს; მათ შორის საუბარია სასამართლო რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, დეოლიგარქიზაციაზე და ეთნიკური უმცირესობებისადმი მიდგომაზე.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირში პოტენციური შესვლა თავისი გავლენით 2004 წელს ევროკავშირის ყველაზე დიდ გაფართოებას შეადარა.

„ეს ნამდვილად შეცვლის ევროკავშირს. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ვაჩვენოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოვლებლად“, – განაცხადა ტიმერმანსმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესი, რა დროსაც ბრიუსელი კიევს რეფორმების გატარების პროცესში და ახალი კანონების ამოქმედებაში დაეხმარება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა