ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა

ნახვები: 550 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ უკრაინელ დეპუტატებს – ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩს და რენატ კუზმინს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირებისთვის მოქალაქეობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მოხდა.


 

„თუ ხალხის რჩეულები ირჩევენ არა უკრაინელი ხალხის, არამედ უკრაინის მიწაზე მოსული მკვლელების სამსახურში ყოფნას, მაშინ ჩვენი ქმედებებიც შესაბამისი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ტარას კოზაკი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გაიქცა რუსეთში. მას სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში იმალებოდა და რუსეთში გაქცევის მცდელობისას დააკავეს. მოგვიანებით, ის უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ექს-დეპუტატი დერკაჩი, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის გენშტაბის ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდა ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული. დეპუტატი კუზმინი ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში და უკრაინაში მასზეც ძებნაა გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა