კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სერგო ჩიხლაძე - სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ

ნახვები: 320 სერგო ჩიხლაძე - სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ

სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს. ეს, რომ რეალური არ იყოს, სანქციებზე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ საუბრობენ, ვიდრე ეს ძალიან რეალური არ ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„სამწუხაროდ, ეს რეალობაა და „ქართული ოცნება", მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია, დაადგნენ ლუკაშენკოს და თურქმენეთიზაციის გზას. რა თქმა უნდა, შედეგებიც არ დააყოვნებს, მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები კი გამოძიებულ უნდა იქნას და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდნენ.

მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი აგებინონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთი იარაღია სანქციები, რაზეც წინასწარ არ სუბრობენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა