კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი - სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს

ნახვები: 568 გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი - სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს.

თუმცა, როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას არ აქვს შესაძლებლობა ეს რისკი სრულად შეაფასოს, რადგან არ არის ადეკვატური კვლევები ჩატარებული.

ამასთან, ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის კარგვა და პირღებინება იყო.

„ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები“, - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

კითხვაზე განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგის თქმით, „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა