თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პენიტენციურის ადვოკატი - მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, ადამიანები დასკვნებს წერენ ზედაპირულ მონაცემებზე დაყრდნობით

ნახვები: 596 პენიტენციურის ადვოკატი - მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, ადამიანები დასკვნებს წერენ ზედაპირულ მონაცემებზე დაყრდნობით

მოწმეების ნდობის ფაქტორი დაბალია, ვინაიდან, გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესით ნათელი გახდა, რომ მიმდინარეობს „სასჯელის მოხდისგან თავის არიდების გეგმის შესრულების“ ოპერაცია.

„მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული, რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან და შეუგუებლობისგან არის გამოწვეული. ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ არის თუ არა სააკაშვილი მძიმედ დაავადებული და ეს მძიმე დაავადება არის თუ არა ისეთი, რომლის მკურნალობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება, ამაზეა საკითხი.

მეორე მხარე პროპაგანდისტულია, სამართლებრივი და სამედიცინო კუთხით, ყოველთვის აკეთებდა აქცენტებს იმაზე, რომ ის მოწამლეს, არასათანადოდ მკურნალობენ და ამავე დროს ამბობენ, ამაზე რატომ გვპასუხობთო“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველს, ადვოკატი პასუხობს, რომ სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, სავსებით შესაძლებელია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ. მერე იტყვიან, ავად იყო, მაგრამ ჩვენ ვუმკურნალეთო. როგორც ცნობილია „დემენცია“ საერთოდ არ იკურნება, მაგრამ გამონაკლისი იქნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმ მოწმეების ნდობა, რომლებსაც სასამართლო სხდომაზე მოუსმინეს, ადვოკატი პასუხობს, რომ ნდობის ფაქტორი დაბალია.

„გამოიკვეთა, რომ მიუხედავად უცხოელობისა, ამერიკელობისა და რეგალიებისა, რეალურად ადამიანები დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ზედაპირულია, ან სხვისი გადმოცემით ან ადვოკატის ინფორმაციით იციან. თვითონ არ აქვთ ნანახი და როდესაც ჩაეკითხები, მეორე მხარეს არ უნდა ეს ჩაკითხვები. პასუხი გაგვცეს ის, რომ „ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ დიაგნოზი, მაინც დავსვითო“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა