Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება - დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 607 ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება - დიმიტრი ხუნდაძე

პოდოლიაკის განცხადება არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. საქართველოს მოსახლეობა პოდოლიაკის ჭკუით რომ ირჩევდეს საკუთარ ხელისუფლებას, ქვეყანას არ ექნებოდა ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რაც მას საბედნიეროდ დღეს აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „საქართველო უკრაინას მხარს ყველა თვალსაზრისით უჭერს, მაგრამ ქვეყანა რისკებს ხედავს იმაში, თუ უკრაინას იარაღით დაეხმარება“.

„ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, საკუთარი რისკები გვაქვს და როგორც სხვა ქვეყნები გამოდიან საკუთარი ინტერესებიდან, რა თქმა უნდა, ამის უფლება საქართველოსაც აქვს. ასევე, ქვეყანას აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ინტერესი და მშვიდობა, რისი ფასიც გამორჩეულად ვიცით, სხვა ქვეყნებთან შედარებით. რა იარაღს გვთხოვენ? – ის, რომ თითქოს, საქართველომ ომის პერიოდში უკრაინისგან იარაღი მიიღო, ეს ასე არ არის. უკრაინისგან ომის პერიოდში იარაღი არ მიგვიღია. ეს მანამდე იყო, ეს არ იყო საჩუქარი, იყო საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსებით შეძენილი იარაღი და აქაც საკმაოდ ბევრი კითხვაა, მაგრამ ამ საკითხებში ახლა არ შევდივართ. ფაქტია, რომ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით საქართველო უკრაინის მხარესაა, მაგრამ საქართველო მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას შეიარაღებას ვერ გადასცემს. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ საქართველო დაფიქსირდეს მხარედ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ საქართველო უნდა იქცეს მეორე ფრონტად, რაც ჩვენს ინტერესებს სცდება და კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

ამავე თემაზე:

გია ვოლსკი - პოდოლიაკის განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა

მიხაილო პოდოლიაკი - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან

გია ვოლსკი - კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში

თავდაცვის სამინისტრო - საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა